1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სტა სტე სტი სტო სტრ

სტაროობრიადცი

ტერმინი გამოხატავს ამ მიმდინარეობის ბუნებას – წესებისათვის იმ მნიშვნელობის მინიჭებას, რა მნიშვნელობაც დოგმატს შეჰფერის. სტაროვერობის სპეციფიკური ნიშნებია: ნათლობა წყალში სამგზის შთაფლვით (და არა სხურებით), ბავშვების მონათვლა დაბადებიდან მე7 დღეს; პირჯვრის ორი თითით გადაწერა, ნათლობისას მზის მიმართულებით (და არა მზის საწინააღმდეგოდ) სვლა, ორჯერ „ალილუია“, ფორმის „იისუს“ არმიღება და ძველი ფორმის „ისუს“ დატოვება, რვაბოლოიანი ჯვარი (ოთხბოლოიანის ნაცვლად), თავის მიწამდე დახრით თაყვანისცემა და სხვა.ძველმართლმადიდებელთა ღვთისმსახურება, ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურებების გარდა, დანარჩენი მართლმადიდებლების მსახურებისაგან არ განსხვავდება. ყველა ძველმართლმადიდებელი დღესასწაულებს ძველი სტილით, იულიუსის კალენდრით, აღნიშნავს.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9