აღდგომა. უდიების რელიგიურ დღესასწაული აღდგომის წინა დღეს, მზის ჩასვლისას, უდიები ეკლესიასთან იკრიბებოდნენ, მიჰქონდათ მოხარშული ცხვრის ხორცი („ახარ“), რომელსაც ღარიბებს უწილადებდნენ და ზეიმობდნენ (ცეკვავდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ ზურნას). იმ ღამით კლავდნენ შესაწირავ ცხვრებს, რომელთაც წინასწარ შეგროვებული ფულით ყიდულობდნენ და ხორცს არიგებდნენ. აღდგომის მეორე დღეს უდიები სასაფლაოზე გადიოდნენ (მიჰქონდათ წითელი კვერცხები, ფლავი და ხილი), მესამე დღეს დიდ ეკლესიაში იკრიბებოდნენ სალოცავად და ცხვრის შესაწირად.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340