რუსეთის ფედერაციის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ. ისევე როგორც უკრაინელები და ბელორუსები წარმოიშვნენ ძველი რუსი (როსი) ხალხისაგან (IX-XIII სს.), რომელიც ჩამოყალიბდა აღმ. სლავი ტომების საფუძველზე, კიევის გარშემო ძველი რუსული სახელმწიფოს შექმნის პროცესში (კიევის რუსეთი).
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა შორის რუსები დღეს შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფით არიან წარმოდგენილნი. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის სტატისტიკური მონაცემებით, ისინი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1,5%-ს შეადგენდნენ, თუმცა დღეს მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირებულია (1989 წლიდან — 80%-ით, რაც საბჭოთა პერიოდის საქართველოს რუსი მოსახლეობის 4/5-ია).
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340