1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრიბილი ივან

მედიცინის დოქტორი, ქირურგი. მან განათლება ჯერ პრაღაში და შემდეგ ვენაში მიიღო, ამის მერე სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში გამოაგზავნეს ერთ-ერთი პოლკის ექიმად. ივან პრიბილის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს ბალნეო-კლიმატურ (ახტალა, ბორჯომი, აბასთუმანი) სიმდიდრეთა ათვისება. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ კურორტოლოგიას. მანვე დააარსა თბილისში პირველი სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის მთავარი ექიმიც თავად იყო, იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისა და პეტერბურგის ექიმთა საზოგადოების საპატიო წევრი, შავი ჭირისა და ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე. ი. პრიბილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალ. ჭავჭავაძის ოჯახთან, მკურნალობდა გრიბოედოვს, კარგად იცოდა ქართული ენა. საქართველოში მან 50-წელზე მეტი გაატარა და აქვე გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.
Source: ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ.: ფოტ., ნახ.; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9