1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლტო

ლტოლვილი

  1. ლტოლვილად პირი ითვლება მხოლოდ მაშინ თუ იგი გადაკვეთს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს და შემწეობისა და მფარველობისათვის მიმართავს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. ლტოლვილად ჩაითვლება აგრეთვე ყველა პირი, რომელიც აგრესიის, უცხოური ოკუპაციის, უცხოური დომინაციის ან მისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილში საჯარო წესრიგის სერიოზულად ხელმყოფი მოვლენების გამო იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი და თავშესაფარი ეძიოს თავისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის გარეთ
    Source: პაპუაშვილი გიორგი. ქონების რესტიტუციის საკითხი საქართველოში ორიბლემები და პერსპექტივები // ალმანახი №4 [ჰუმანიტარული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1998
  2. როგორც ეს მეორე მსოფლიო ომმა დაგვანახა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუცველობა უმეტესად გამოიხატება მათი უფლებების ხშირი უგულვებელყოფით. ვინაიდან ლტოლვილები გადადიან სახელმწიფო საზღვრებზე, სწორედ ამიტომაა აუცილებელი საერთაშორისო ხასიათის ზომების მიღება. 1951 წელს გაერო-მ მიიღო კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. თუმცა დოკუმენტი შეიქმნა მხოლოდ ევროპის ტერიტორიაზე მოსახლეობის გადაადგილების საპასუხოდ, მისი სფერო ამჟამად გაფართოვდა როგორც გეოგრაფიულად, ისე დროში და მოიცვა ყველა ლტოლვილი. სამწუხაროდ, ისტორია ადასტურებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სულ უფრო მზარდი რაოდენობის დაუცველობას. 1951 წელს მიღებული უფლებათა განმტკიცებული კოდექსი კვლავაც მთავარ დოკუმენტად რჩება ლტოლვილებისთვის.

    პირი, რომელიც შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი. რასის, რელიგიის, ეროვნების, რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, იმყოფება იმ ქვეყნის გარეთ, რომლის მოქალაქეც არის და არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს, გამოიყენოს ქვეყნის მფარველობა; ან არ გააჩნია გარკვეული მოქალაქეობა და აღნიშნული მოვლენების გამო იმყოფება ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს უკან დაბრუნება.

    Source: სმიტი, რონა კ.მ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები : სახელმძღვ./რონა კ.მ. სმიტი; [მთარგმნ.: მანანა კობიაშვილი; რედ.: გიორგი ჯოხაძე; სახალხო დამცველის აპარატი]. - მე-2 გამოც.. - [თბ.] : ოქსფორდის უნ-ტის გამ-ბა, [2006] („სეზანი“). - 519გვ.; 23სმ.. - (სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა). - ანბ. საძ.: გვ. 504-505. - ბიბლიოგრ.: გვ. 506-519. - ISBN: 99940-58-71-1: [ფ.ა.][MFN: 30569]
  3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც საქართველო არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა, რადგანაც იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვეყნის მფარველობით ასეთი საშიშროების გამო.
    Source: საქართველო და საერთაშორისო სამართალი: (სტატიათა კრებული) / [რედ.: კონსტანტინე კორკელია, ირაკლი სესიაშვილი]. - თბ.: საია, 2001. - 276გვ.; 20სმ.. - ISBN: 99928-818-0-1 : [6ლ.], 500ც.[MFN: 15102]
  4. გაეროს დოკუმენტის მიხედვით, ლტოლვილად ითვლება ნებისმიერი პიროვნება, ვინც:
    სამართლიანად შიშობს, რომ შეიძლება დაისაჯოს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო;
    - იმყოფება სამშობლოს გარეთ და არ შეუძლია, ან პირად კეთილდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებით დაშინებულს, არ სურს თავისი ქვეყნის მფარველობით ისარგებლოს;
    - იმყოფება იმ საზღვრებს მიღმა, სადაც მუდმივად ცხოვრობდა, არ გააჩნია ეროვნება და არ შეუძლია, ან პირად კეთილდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, არ სურს უკან დაბრუნება“;
    - თვლის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
    -მას აქვს უფლება თავშესაფარი ითხოვოს თავისი ქვეყნის გარდა, ყველა სხვა ქვეყანაში;
    -შეუძლია მოითხოვოს, რომ მისი საკითხი ინდივიდუალურად განიხილონ.
    ამასთან, ყველა ქვეყანას აქვს, გადაწყვიტოს, ვის მისცეს თავშესაფარი.
    Source: ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : მასწავლებლის წიგნი : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე] - თბ., 2002 - 60გვ. ; 27სმ. - ISBN 99928-0-380-0 : [ფ.ა.] [MFN: 17088]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9