1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ესე ესთ ესკ ესტ ესქ

ესტონელები

თვითწოდებაა ეესტლასედი; წარმომავლობითა და ენით ბალტიისპირა-ფინური ჯგუ-ფის ფინურ-უგორულ ხალხებს განეკუთვნებიან.
ესტონელები კათოლიკები იყვნენ XIII საუკუნიდან. რეფორმაციის პერიოდში (XVI ს.) კათოლიკეობა ლუთერანობით შეიცვალა. XIX საუკუნის შუა წლებში ესტონეთის მოსახლეობის 10-12%-მა მართლმადიდებლობა მიიღო. გასული საუკუნის ბოლო წლებისთვის ესტონეთის რესპუბლიკასა და ყოფილი სსრკ-ს მთელ ტერიტორიაზე (სსრკ-ს შემადგენლობაში ესტონეთი შევიდა 1940 წ.) ესტონელთა რაოდენობა 1,7 მლნ-ს შეადგენდა. აქედან, 925 ათასი ესტონეთში ცხოვრობდა, დანარჩენები – რუსეთის ფედერაციაში და, აგრეთვე, ლატვიაში, უკრაინაში და მცირე რაოდენობით – საქართველოში. ესტონელები ცხოვრობენ შვეციაში, კანადაში, აშშ-ში.
Source: ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ.: ფოტ., ნახ.; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9