1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აზა აზე აზრ

აზანი

მოწოდებას ნიშნავს. იგი მუჰამედის მიერაა დაწესებული ჰიჯრიდან 12 წლის შემდეგ და ასე სრულდება: მუეძინი სახით მექის მიმართულებით დგას, ცერითა და სალოკი თითით ყურის ბიბილოები უჭირავს და 7 ფორმულისაგან შემდგარ მოწოდებას ახმიანებს. ესენია:
1. ალლაჰუ აქბარ („ალლაჰი დიდია“). ამ ფორმულას ეწოდება თაქბირი და ხუთჯერ წარმოითქმება,
2. ვმოწმობ, რომ არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა,
3. ვმოწმობ, რომ მუჰამედი შუამავალია ალლაჰისა,
4. მოდით სალოცავად,
5. მოდით გადასარჩენად,
6. ალლაჰი დიდია,
7. არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9