1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანო ანრ ანტ ანუ

ანთროპოსოფია

სიტყვა ბერძნულია: ანთროპოს – ადამიანი და სოფია – სიბრძნე, ე.ი. სიბრძნე ადამიანის შესახებ. ამდენად, ანტროპოსოფია წარმოადგენს ანტროპოლოგიის (ადამიანთმცოდნეობის) ნაწილს და გულისხმობს მოძღვრებას მისი ფენომენის, მისი არსების, მისი ადგილის შესახებ მიკრო და მაკრო კოსმოსში. ამ სახელწოდების ქვეშ ადამიანი, ჩვეულებრივ, მოიაზრება როგორც სულიერი და ღვთიური მოვლენა. ტერმინი ანთროპოსოფია შედარებით ახალია. იგი პირველად 1575 წლის ერთ ანონიმურ წიგნში დასტურდება და აქვს (თეოსოფიის პარალელურად) „სიკეთის მეცნიერების“, „ადამიანურ საქმეთა სიბრძნის“ მნიშვნელობა. ეს სიტყვა XIX საუკუნის დასაწყისში შვეიცარიელმა ექიმმა და ფილოსოფოსმა იგნაც ტროქსლერმა ბიოსოფიის (სიცოცხლის სიბრძნის) გვერდით იხმარა. მას ხშირად იყენებენ აღნიშნული საუკუნის ფილოსოფოსები და განმანათლებლები: შელინგი, ფიხტე, გიდეონ სპიკერი, რობერტ ჰიმერმანი და სხვ. ანთროპოსოფია გნოსტიკურ–სპირიტუალური მსოფლმხედველობაა, რომლის ცენტრში ადამიანი დგას. ჩამოყალიბდა თეოსოფიური საზოგადოების ბაზაზე, როგორც მასთან დაპირისპირების შედეგი.ესაა ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული სულიერი სიბრძნე, რომლის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც ღვთიური ქმნილება. ანთროპოსოფია თავის თავს განიხილავს როგორც უმაღლეს ცოდნას, რომლის წვდომა შესაძლებელია სულიერი ხილვების, ანუ მედიტაციის გზით.ანთროპოსოფია ეფუძნება ქრისტიანული რელიგიის ფუნდამენტურ დოქტრინას, რომლის თანახმად, ადამიანი არის ღვთის ხატი. მისი მიზანი სულიერი ამაღლება და ღმერთთან პირველქმნილი ჰარმონიის დაბრუნებაა. ანთროპოსოფიის მიხედვით, ადამიანი თავადაა თავისი კარმის, თავისი ბედის შემოქმედი. იგი სულიერი ამაღლებისა და სრულყოფისთვისაა მოწოდებული. ესაა იდეალი, რომლის ხორცშესასხმელად ერთხელ დაბადება საკმარისი არ არის.ცნობებმა ანთროპოსოფიისა და ანთროპოსოფიული საზოგადოებების არსებობის შესახებ საქართველოში XX საუკუნის 10–იან წლებში შემოაღწია, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მოდერნისტული ხელოვნებით გატაცებულმა ახალგაზრდებმა გამოავლინეს – კ. გამსახურდიამ, კ. ჭიჭინაძემ, გ. ტაბიძემ, ს. თვარაძემ და სხვებმაც, მაგრამ ამ მიმდინარეობის პირველი და ყველაზე აქტიური ქომაგი გიორგი ერისთავი აღმოჩნდა.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9