1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევთ ევრ ევქ

ევანგელური ეკლესია

E. Word of Life
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ დაარსდა 1983 წლის 24 მაისს შვედეთში (ქ. უპსალა). მისი ფუძემდებელია ამავე ქვეყნის მკვიდრი, ულფ ეკმანი (Ulf Ekman). თავდაპირველად ეკლესიას მხოლოდ ოცი წევრი ჰყავდა, მაგრამ, დღესდღეობით, ყოველ კვირა დღეს შვედეთში ამ ეკლესიის ღვთისმსახურებაზე 2 000-მდე ადამიანი იკრიბება. „სიცოცხლის სიტყვამ“ მიმდევრები გაიჩინა მრავალ ქვეყანაში: ინგლისში, გერმანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიის ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ ყველა სახელმწიფოში: თურქეთში, ავღანეთში, ისრაელში, სინგაპურში, ინდოეთში, ჩინეთსა და აშშ-ში.„სიცოცხლის სიტყვის“ დოქტრინა ისეთივეა, როგორიც ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიისა, ხოლო ღვთისმსახურება თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა ტრადიციულ პროტესტანტულ ეკლესიათა ღვთისმსახურებისგან. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღიარებს მხოლოდ ნათლობის, ზიარებისა და ქორწინების საიდუმლოებებს. ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღიარებს წმ. სამებას და ქრისტეს ღვთაებრიობას, არ კრძალავს ინტერკონფესიურ ქორწინებებს. ღვთისმსახურება შედგება ლოცვა-გალობების, წმ. წერილის კითხვა განმარტებისა და ქადაგებისაგან.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9