1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესია „ღმერთის საელჩო“

„ღმერთის საელჩო“ ე.წ. ქარიზმატული პროტესტანტული ეკლესიაა. იგი 1994 წელს დაარსა პასტორმა სანდი ადელაჯამ (Sunday Adelaja).
დაარსებიდან 14 წლის განმავლობაში ეკლესია „ღმერთის საელჩო“ გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქარიზმატულ ეკლესიად ევროპაში. მათ შეძლეს 600ზე მეტი ეკლესიის დაფუძნება 45 ქვეყანაში. მხოლოდ კიევში მსახურებს ამ ეკლესიის სამი ათასი ლიდერი. „ღმერთის საელჩოს“ ცენტრალურ ტაძარში ყოველთვიურად ათასობით ადამიანი დადის. თავად პასტორი სანდი ხელმძღვანელობს 25 000 წევრიან ეკლესიას. ეკლესია ითვლის დაახლოებით 200-მდე სამრევლოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ისრაელში, ინდოეთსა და აშშ-ში.1994 წლის 6 თებერვალს კიევის ერთ-ერთ ბინაში შვიდი ადამიანი შეიკრიბა, რათა ედიდებინათ ღმერთი და შეემეცნებინათ მისი სიტყვა. ამ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მაშინ, რომ საფუძველს უდებდნენ მომავალში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პროტესტანტულ ეკლესიას ევროპაში.
ასეთი იყო დასაწყისი ეკლესიისა „რწმენის სიტყვა“, რომელმაც ათი წლის შემდეგ უკვე 20 000 წევრი შეიძინა, ხოლო ერთ მილიონამდე ადამიანმა, ამ ეკლესიის დაუღალავი ქადაგების მეშვეობით, ირწმუნა ქრისტე, როგორც ღმერთი და საკუთარი მხსნელი.
1994 წლის 12 სექტემბერს ეკლესიამ ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში.
ამ ეკლესიის წევრთა ღრმა რწმენით, ღმერთი ჩვენს დროშიც არჩევს ძლიერ ლიდერებს და წარავლენს მათ მთელ ქვეყანაზე საქადაგებლად. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია სანდი ადელაჯა, რომელსაც, მისი რწმენით, ღმერთმა მოუწოდა ჯერ უკრაინაში და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ექადაგა.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9