1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკუმენიზმი

სახელწოდება წარმოდგება ბერძნული ზმნისგან „oieko“ („ვცხოვრობ“). აქედან – „ოიკუმენე“, რაც, სიტყვა-სიტყვით, დასახლებას, ბინადრობას ნიშნავს. მეორეული, გადატანითი შინაარსით კი – დედამიწის ადამიანებით დასახლებულ ნაწილს, ე.ი. კაცობრიობას, ცივილიზებულ მსოფლიოს. შესაბამისად, ოიკუმენური, ანუ ეკუმენური მოძრაობა გულისხმობს მსოფლიო მოძრაობას, ეკუმენური საეკლესიო კრებები – მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ეკუმენური პატრიარქი – მსოფლიო პატრიარქს და ა.შ.ეკუმენიზმის უზენაესი მიზანია ქრისტეს მორწმუნეთა გაერთიანება. ცხადია, ამ პრობლემამ თავი იჩინა ეკლესიის ერთიანი სხეულის დაშლა-დანაწილების პირველსავე დღიდან, რაც მოციქულთა ხანიდან დაიწყო და ჩვენს ეპოქამდე გრძელდება. სქიზმის შედეგები სავალალო და ტრაგიკულია: მძულვარება, ფანატიზმი, რელიგიური ღვარძლი და ომები, ერთაშორისი კონფლიქტები და ანტაგონიზმი... ამის გამო, ბუნებრივია, რომ აღმსარებლობებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელებისათვის ყოველთვის იღვწოდნენ კეთილი ნების ადამიანები.თანამედროვე ეკუმენური მოძრაობა ჩაისახა პროტესტანტული ეკლესიის წიაღში XIX–XX საუკუნების მიჯნაზე. ოფიციალურად გაფორმდა 1910 წელს ედინბურგში (შოტლანდია) მისიონერთა მსოფლიო კონფერენციაზე, რომელსაც 1921 წელს „მისიონერთა საერთაშორისო საბჭო“ ეწოდა. მან იდეალად გამოაცხადა ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება დოგმატური და კანონიკური განსხვავებების ხელშეუხებლად, რაც ნიშნავს ქრისტიანული კონფესიების თანაარსებობას საერთო პრინციპებისა თუ თეორიული წანამძღვარების საფუძველზე. ეს მოძრობა თანდათან გაფართოვდა და გაძლიერდა, შეიძინა მომხრეები პროტესტანტული სამყაროს გარეთაც და შესაძლებელი გახდა საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზაციის, ანუ ეკუმენური მოძრაობის ბირთვის შექმნა, – ესაა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9