1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხია ხირ ხის ხიტ

ხიტანი

მუსლიმია ის, ვინც ალლაჰს მიუძღვნა თავი, ისლამის ხუთი ბურჯი გულწრფელად აღიარა და შარიათის ძირითადი პრინციპების დაცვის აღთქმა დადო.
უმაში გაერთიანების, ანუ მუსლიმად გახდომის სიმბოლო და გარეგანი ნიშანია წინადაცვეთა – ხიტანი. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამედი წინადაცვეთილი დაიბადა. ამიტომ ყველა მუსლიმი მის დამსგავსებას ცდილობს. წინადაცვეთის პროცედურა, ჩვეულებრივ, ნებისმიერი დალაქის მიერ 613 წლის ყმაწვილებს უტარდაებათ. შუასაუკუნეებში უფლისწულების და ტახტის მემკვიდრეების წინადაცვეთა დიდი ზარზეიმით აღინიშნებოდა. ასეთივე რეზონანსი ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყნის მეთაურის (მეფისა თუ მთავრის) ისლამზე მოქცევას. მაგალითად, როდესაც სამცხის ათაბაგი მანუჩარი გამუსლიმდა (1519), მისი „წინადაცვეთა და ბეგლარბეგად დანიშვნა დიდი ზეიმითა და სიხარულით აღნიშნეს“. მუსლიმ კანონმდებლებს შორის არ არის ერთსულოვნება, აუცილებელია თუ არა ისლამზე მოქცეულ მოზარდთა წინადაცვეთა. ამ მხრივ, სუნიტი მუსლიმები უფრო პრინციპულები არიან. ზოგიერთ ქვეყანაში (ეგვიპტე) ეს პროცედურა ქალებსაც უტარდებათ (ხაფდ).
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9