1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტუბ ტულ ტურ ტუს ტუტ

ტულკუ

გარდაცვლილი დალაი ლამას ინკარნაციის (ხელახალი განსხეულების) მოძიების, აღმოჩენისა და მოხმობის პროცესს ტიბეტურად ტულკუ ეწოდება. მას ბერების საგანგებო კომისია წარმართავს. დადიან ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვია, ეძებენ ბავშვებს, რომლებსაც გამორჩეული ნიშნები აქვთ (მშობლების უჩვეულო სიზმარი, უჩვეულო უნარი, ცისარტყელა). ასეთ ბავშვებს ერთად შეკრებენ და რამდენიმე დავალებას მისცემენ, რათა გაარკვიონ, მათგან რომელია ხელახლა დაბადებული დალაი ლამა. მთავარი დავალება რამდენიმე რიტუალურ საგანს შორის გარდაცვლილი დალაი ლამას პირადისაგნის ამოცნობაა. ბავშვი, რომელიც ამ გამოცდას ჩააბარებს, ოფიციალურად და საზეიმოდ წინამავალი დალაი ლამას რეინკარნაციად გამოცხადდება. მას მონასტერში გადაიყვანენ და მის აღზრდა-განათლებას შეუდგებიან. სანამ ის სრულწლოვანი გახდება, სახელმწიფოს რეგენტი მართავს.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9