1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დალაი ლამა

გვიან შუა საუკუნეებში ბუდიზმის ყველაზე მძლავრი კერა ტიბეტში ჩამოყალიბდა. მოძღვარმა ტონგ-ჯაჰიმ იქ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, ე.წ. ყვითელქუდიანთა სკოლა დააარსა, რომელიც მკაცრი დისციპლინით და ჰუმანური პრინციპების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. მათ, ყვითელქუდიანებმა, შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის უმაღლესი ხელისუფალი დალაი ლამა გახდა. ამის გამო ტიბეტურ ბუდიზმს ლამაიზმს უწოდებენ. სიტყვა მონღოლურია და ნიშნავს: ოკეანის დარი მოძღვარი („დალაი“ – ოკეანე, „ლამა“ – მოძღვარი). ეს ტიტული, რომელიც ბუდისტთა პირველ მოძღვარსა და მსოფლიო ავტორიტეტს ნიშნავს, მონღოლთა მთავარმა ალთან ქანმა 1578 წელს დააწესა და ამ პატივით პირველად ტიბეტელი ლამა სონამ გიტსო მოიხსენია. ლამაიზმი XVII-XVIII საუკუნეებში რუსეთშიც, ძირითადად, ოირატებს (ყალმუხებს), ბურიატებსა და ტუვინებს შორის გავრცელდა.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9