1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფულ ფუნ ფუტ

ფუტუროშოკი

მომავლის შოკი. ე. ტოფლერის აზრით საზოგადოება იმყოფება მანამდე არნახულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ დაავადებას. კაცობრიობა შეიძლება დაიღუპოს არა იმის გამო, რომ ბუნებრივი რესურსები იწურება, რომ კონტროლიდან გამოვა ატომური ენერგია, ან თუნდაც იმის გამო, რომ დაიღუპება „ნაწამები“ ბუნება, არამედ იმიტომ, რომ კაცობრიობა ვერ გაუძლებს ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ფუტუროშოკი ხასიათდება რეალობის შეგრძნებისა და ცხოვრებისეული ორიენტირების მოულოდნელი, განმაცვიფრებელი დაკარგვით, რაც გამოწვეულია შიშით (შფოთვით) მოახლოებული მომავლის მიმართ. „ტერმინი მომავლის შოკი გამოიყენება იმ დამანგრეველი სტრესისა და დეზორიენტაციის აღსაწერად, რომლის წინაშეც დგება ადამიანი ძალიან დიდი ცვლილებების დროს, მით უფრო, როცა ეს ცვლილებები დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება“.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები. №13,-თბ,- 2010
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9