1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაკავშირებული მომსახურებები

გულისხმობს სატრანსპორტო, ასევე განვითარების, კორექციულ და სხვა დამხმარე მომსახურებებს, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვისთვის არის რეკომენდებული ინკლუზიური განათლების დროს. ის მოიცავს: ენისა და მეტყველების თერაპიას და აუდიოლოგიურ მომსახურებას; ჟესტური ენით თარგმნას და დაქტილის გამოყენებას; ფსიქოლოგიურ მომსახურებებს; ფიზიკურ და ოკუპაციურ თერაპიას; გართობას, თერაპიული აქტივობების ჩათვლით; საკონსულტაციო მომსახურებებს, რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების ჩათვლით; ორიენტაციისა და გადაადგილების მომსახურებას; სამედიცინო მომსახურებას დიაგნოსტიკისა და შეფასების მიზნით; სკოლებში სოციალური მუშაკის სამსახურებს; მშობელთა კონსულტაციასა და ტრენინგს. მომსახურებების ეს ჩამონათვალი, ამომწურავი არ არის და შეიძლება ასევე სხვა .დამხმარე სერვისებს მოიცავდეს (როგორიცაა სამსახიობო და კულტურული პროგრამები, ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის თერაპია), თუ ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დასახმარებლად და ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის არის განკუთვნილი.
Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9