1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები

ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიკაცია და შეფასება. მათი ინდვიდუალური საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრა;
ბ) შეფასების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის საგანმანათლებლო ინტერესის დადგენა და მშობლისათვის რეკომენდაციის გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევისთვის;
გ) კონსულტაციების გაწევა სკოლებისთვის: ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებისა და მათი სასწავლო პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვისთვის;
დ) სკოლების პრაქტიკული და მეთოდოლოგიური დახმარება ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების პროექტების განხორციელებაში. სკოლაში ინკლუზიური განათლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება.
ე) სკოლებში სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების აკადემიური და სოციალური მიღწევების მონიტორინგი და შეფასება. ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა. პრობლემების გადაჭრის ხერხებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სადაც განსაზღვრული იქნება სამომავლო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელი ქმედებები.
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მოძიება რესურს ცენტრების, რაიონული პოლიკლინიკებისა და სოც. უზრუნველყოფის განყოფილებებიდან. არსებული მონაცემთა ბაზების შევსება.
Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9