სასწავლო მიზანი არის მოსწავლის/სტუდენტისთვის წინასწარ განსაზღვრული შედეგი და ახლი გამოცდილება. იგი მოიცავს მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ ასათვისებელი ინფორმაციის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ერთობლიობას.
სასწავლო მიზნებს განსაზღვრავს მასწავლებელი ან საგანმანათლებლო დაწესებულება, სასწავლო პროცესის ნებისმიერი მონაკვეთისთვის (გაკვეთილი, კვირა, ტრიმესტრი, სასწავლო წელი, სწავლის საფეხური და სხვა). სასწავლო მიზნების განსაზღვრა ეფუძნება მოსწავლეთა მისწრაფებების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზის შედეგებს. გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური თუ ფსიქიკური მონაცემები, ასევე ასაკის შესაფრისი შესაძლებლობები და ასაკის შესაფერისი ინტერესები.
სასწავლო მიზნები, საზოგადოდ, განსაზღვრავს სასწავლო გეგმებს. საქართველოში საჯარო სკოლების სასწავლო მიზნები ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ხოლო მასწავლებლის მიერ დასახული სასწავლო გეგმები – სკოლის სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განისაზღვრება.
Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9