სოციალური უნარ-ჩვევები არის იმ უნარ-ჩვევათა კრებული, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა თანაარსებობას. სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას საფუძვლად უდევს სოციალური შემეცნება. ეს არის ადამიანის ცოდნა მეორე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის აზრების, გრძნობების და განზრახვების შესახებ. სოციალურ შემეცნებას აქვს უდიდესი ზეგავლენა იმაზე, თუ როგორი მიმართება ჩამოუყალიბდება ბავშვს სხვა ბავშვებისა და უფროსებისადმი; როგორ განუვითარდება მას სხვისი პატივისცემის და ურთიერთგაგების ჩვევები.
Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9