სწავლების პროცესში გამოიყენებენ სწავლების სხვადასხვა ხერხს, რომელიც შეესატყვისება სწავლების სხვადასხვა მეთოდების ძირითად პრინციპებს. სწავლების ხერხებია: სიმულაცია-როლური თამაში (სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენების დროს), გონებრივი იერიში (ძირითადად, სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს), ვიზუალიზაცია – თვალსაჩინოების გამოყენება (სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს), ინსტრუქციის ნაბიჯ-ნაბიჯ მიწოდება (სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენების დროს), არაორდინალური კავშირების გაკეთება (სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს), რეზიუმირება – შეჯამება (სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს) და სხვა.
Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9