1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ყა ყვ ყი ყო ყრ ყუ
ყურ

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი

abbr. ADHD
E. Attention Deficit Hyperactivity Disorder
1. წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევას, რომელიც მოიცავს: ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა), იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე), ჰიპერაქტიურობას (ფიზიკური მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად ერთვის ემციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.

2. ბავშვებში გავრცელებულ ნეირობიოლოგიურ და ქცევით (ბიჰევიორულ) დარღვევას წარმოადგენს, რომელიც მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკშიც გადადის. მრავალი კვლევის საფუძველზე მიჩნეულია, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი წმინდა სამედიცინო დარღვევაა. სინდრომის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია უყურადღებობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა. აღსანიშნავია, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი გაცილებით ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. პოპულაციაში მისი გავრცელების სიხშირე 35%-ია.

Source: ლაღიძე, ანა ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის/[ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9