1. იმ სინდრომთა ჯგუფია, რომლებიც აღმოცენდება ბავშვის თავის ტვინის პერინატალური (მშობიარობის პერიოდში) და პოსტნატალური (დაბადებიდან პირველ თვეებში) დაზიანების შედეგად. იგი ვლინდება ბავშვის მოტორული განვითარების – კუნთთა ტონუსისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით.
2. მოძრაობისა და პოზის დარღვეა, რასაც საფუძვლად ტვინის გარკვეული უბნების დაზიანება უდევს. ხშირ შემთხვევაში თავის ტვინის უბნის დაზიანება განვითარების სხვა დარღვევებსაც იწვევდეს. მაგალითად, გონებრივ ჩამორჩენილობას, გულყრებს, მხედველობით და სმენით დარღვევებს და ქცევის პრობლემებს.
Source: ლაღიძე, ანა ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის/[ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9