1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფან ფარ ფას ფაქ ფაშ ფახ

ფაქტორინგი

სავაჭრო-კომისიური ოპერაციების სახესხვაობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან; მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო ბაზრებისაგან გარანტიას

ბიზნესის ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, საბანკო ოპერაციის სახეობაა, რომლის მეშვეობითაც მომწოდებლების წინაშე ვალდებულებებს სრულად, ან განსაზღვრული ვადით იღებს ფაქტორი (ფაქტორინგული კომპანია), რომელიც ყიდულობს რომელიმე კომპანიის მოთხოვნებს და შემდეგ თვითონ იღებს მასზე გადასახდელს. ამასთან, როგორც წესი, საქმე ეხება, მიმოქცევაში მყოფ იმ მოკლევადიან მოთხოვნებს, რომლებიც წარმოიშობა სასაქონლო მიწოდებიდან. კლიენტის სურვილის მიხედვით ფაქტორი სამი სახის მომსახურებას ეწევა:
• საგარეო სავაჭრო გარიგებების დაფინანსება;
• საკრედიტო რისკებიდან დაცვა;
სხვა მომსახურება - მოვალის საბუღალტრო ანგარიშების წარმოება, ოპერაციები ინკასოზე, სავაჭრო სტატისტიკა და ა.შ.

პროფესორების ს. ბაბიჩეევის, ა. ლაბზენკოს და ა. პოდლესნოვის განმარტებით, ფაქტორინგი ინგლისური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს აგენტს, შუამავალს, კომისიონერს. ის არის დაფინანსების სისტემა ვალის გადახდევინების უფლების გაყიდვის სახით, რომლის დროსაც სპეციალიზებული კომპანია (ფაქტორკომპანია) შეისყიდის კლიენტის დებიტორულ დავალიანებას, რათა შემდგომში მოვალეს აზღვევინოს იგი დამოუკიდებლად.

პროფესორების შოთა და ლევან ქისტაურების განმარტებით, ფაქტორინგი ვალების ამოღების უფლების გადასინჯვას წარმოადგენს.

Source: ბიზნესი და კანონმდებლობა. აპრილი 2010,– გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, – სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ნიკო ბაკაშვილი, ანზორ აბრალავა, ნოდარ ბაგრატიონი, სოსო ცისკარიშვილი, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, ლარისა თაკალანძე, მარინე კორძაძე.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9