1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კორპორაციული მართვა

ტერმინის პოპულარული გამოყენება უკავშირდება დირექტორთა და მენეჯერთა ფუნქციების აღნიშვნას, განსაკუთრებით დიდ კორპორაციებში (მათ შორის, მენეჯმენტის სტრუქტურაში).კორპორაციული მართვის მთავარი ამოცანა ნებისმიერ თანამედროვე კომპანიაში არის ხარჯების შემცირება ისე, რომ ამაღლდეს ნაყოფიერება და მართვის ეფექტიანობა. შესაბამისად, კორპორაციებმა უნდა მოახდინონ კორპორაციული ძალაუფლების დაყოფა და დაბალანსება აქციონერთა კრებას, დირექტორთა საბჭოს და მენეჯერებს შორის. ამგვარად კორპორაციული მართვა უნდა შეეხოს კორპორაციულ დაინტერესებულ მხარეებს შორის ძალაუფლებისა და ინტერესების დაბალანსებას. ფაქტობრივად კორპორაციული მართვის ძირითადი ამოცანაა კორპორაციული ეფექტიანობის ამაღლება.კორპორაციული მართვა ეხება ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობებს სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტს, აქციონერებსა და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემის ფარგლებში.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა. ივლისი-აგვისტო 2010,– გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, – სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ნიკო ბაკაშვილი, ანზორ აბრალავა, ნოდარ ბაგრატიონი, სოსო ცისკარიშვილი, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, ლარისა თაკალანძე, მარინე კორძაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9