ტერმინისა და ცნების ავტორია ფრანგული პოზიტიური ანთროპოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი არნოლდ ვან გენეპი. „ადამიანთა ჯგუფისათვის, ისევე როგორც ცალკეული ინდივიდებისათვის, ცხოვრება ნიშნავს განცალკავებას და კვლავ გამთლიანებას, ფორმისა და კონდიციის ცვლილებას, სიკვდილსა და კვლავ დაბადებას. ცხოვრება თავისთავად აღიქმება, როგორც განადაცვლება“. გადანაცვლების ყოველი პროცესი სამი ფაზით ხასიათდება:
1. გამოცალკავება, გამოყოფა, ანუ სეპარაცია,
2. მარგინალობა, ანუ ლიმინალობა;
3. გაერთიანება ანუ ინკორპორცია.
Source: ინტელექტუალი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი № 15, – რედაქტორი:გიორგი მადუაშვილი, – თბილისი, – 2011