1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინფორმაციის მიღების თავისუფლება

მოიცავს ინფორმაციის შეგროვებისა და ინფორმაციის მოპოვების უფლებას ყველა შესაძლო კანონიერი არხის მეშვეობით. ინფორმაციის მიღების თავისუფლება აგრეთვე მოიცავს საერთაშორისო სატელევიზიო მაუწყებლობას.რამდენადაც ინფორმაციისა და შეხედულებების მიღების თავისუფლება მედიას უკავშირდება იმ თვალსაზრისით, რომ აძლევს საზოგადოებისათვის ამგვარი ინფორმაციისა და მოსაზრებების გავრცელების უფლებას, სასამართლო ამ თავისუფლებაში აგრეთვე მოიაზრებს საზოგადოების უფლებას, იყოს ადეკვატურად ინფორმირებული, კერძოდ, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე.
Source: გამოხატვის თავისუფლება: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის განხორციელება: გზამკვლევი / [ავტ.: მონიკა მაკოვეი; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ.; რედ.: ლაშა ჭელიძე]. - [თბ.: ევროპის საბჭო, 2005] (შპს „პეტიტი“).
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9