სახელმწიფოს შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე შექმნილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელსაც თუმცა დამოუკიდებლობა არ გააჩნია, მაგრამ აქვს თავისი ტერიტორია, კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, სასამართლო და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტიკა. ამჟამად, საქართველოს შემადგენლობაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებულია სეპარატისტებისა და უცხო ძალების მიერ და მიმდინარეობს მშვიდობიანი ბრძოლა მისი დაბრუნებისა და იქ საქართველოს იურისდიქციის აღსადგენად.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005