ახალი, ეფექტიანი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის და შემდგომში შიგა და საგარეო ბაზარზე რეალიზაციის პროცესის შედეგია. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება ინოვაციური პროცესებიდან მოუწყვეტლივ.
Source: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა / ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია; [რედ.: ვლადიმერ პაპავა [და სხვ.]]; მდგრადი განვითარების საერთაშ. ფონდი-საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. - თბ.: ნეკერი, 2011. - 314გვ. : ცხრ., ნახ., ფოტ.; 20სმ.. - დანართები: გვ. 301-312. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 978-9941-416-80-4