1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დამნაშავე მოსახლეობა

აფხაზთა 1877 წლის, აჯანყების ჩახშობის შემდეგ რუსეთის მთავრობამ აფხაზების სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. პრაქტიკულად, მთელი აფხაზი ხალხი (მცირე გამონაკლისის გარდა) ოფიციალურად გამოცხადებული იყო „დამნაშავე მოსახლეობად“ და მისი უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. აფხაზებს აეკრძალათ, აგრეთვე, აფხაზეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ცხოვრება: კერძოდ, ზღვისპირეთში, მაღალმთიან ზონასა და სოხუმის მიდამოებში – ქალაქიდან 25 კილომეტრის სიახლოვეს. „დამნაშავე მოსახლეობის“ სტატუსი აფხაზ ხალხს მხოლოდ 1907 წელს მოუხსნეს.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9