1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აფა აფე აფი აფს აფხ

აფხაზთა სამეფო

აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი იყო, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, რომელთა ხვედრითი წილი კიდევ უფრო გაიზარდა ლეონ II-ის მემკვიდრეების დროს, რომლებმაც თავისი ძალაუფლება აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილზე გაავრცელეს. ყოველივე ამან განაპირობა ის გარემოება, რომ აფხაზთა სამეფო თავისი ჩამოყალიბებიდან მოკლე ხანში აქტიურად ჩაერთო ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური წარმონაქმნების სისტემაში. აფხაზთა სამეფო მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში და ამ საქმეში პოზიტიური წვლილი შეიტანა. საკუთრივ აფხაზები, რომლებიც ძირითადად სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაში. როგორც სამართლიანად აღნიშნავს აკად. ნ. ბერძენიშვილი: „აფხაზთა და ქართველთა ასეთი ერთიანობა... იყო შედეგი არა ურთიერთ დაპყრობის, არამედ აფხაზთა თანდათანი მშვიდობიანი შემოსვლისა ქართველთა კულტურულ სამყაროში“. 978 წელს აფხაზთა სამეფო ტახტზე ბაგრატ ბაგრატიონი ავიდა, რომელიც მამის მხრიდან სამხრეთ საქართველოს მფლობელი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, ხოლო დედის მხრიდან – აფხაზთა მეფეების შთამომავალი. მან წარმატებით გააგრძელა წინაპართა გამაერთიანებელი პოლიტიკა და ისტორიაში შევიდა როგორც საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ III (978-1014).
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9