1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაცვის ვალდებულება

სუვერენული სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას მოსახლეობა თავისი საზღვრების შიგნით (ხოლო სხვა სახელმწიფოს უფლება აქვს, მას დაეხმაროს). ეს პრინციპი არ გულისხმობს სხვა სახელმწიფოს უფლებას, ინტერვენცია მოახდინოს თავის საზღვრებს მიღმა, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, თავისი მოქალაქეების დასაცავად. წარსულში, როდესაც ეს პრინციპი იყო გამოყენებული, სახელმწიფოები ყოველთვის მოქმედებდნენ თავდაცვის რეჟიმში“. ევროკავშირის მისიის დასკვნაში, მიუხედავად იმისა, რომ ასევე კატეგორიულად მინიშნებულია, რომ „არ არსებობს ასეთი მოქმედებების დამშვები სამართლებრივი საფუძვლები“, საკუთარი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების გამოყენების პირობად მითითებულია, რომ სახელმწიფოს მოქმედებები უნდა „შეიზღუდოს და შემოიფარგლოს სამაშველო და ევაკუაციის ღონისძიებებით“. საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევაში, იმავე მისიის დასკვნის საფუძველზე, „რუსეთის მოქმედებების უდიდესმა ნაწილმა გადალახა ეს ზღვარი და ფართო მასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში გადაიზარდა საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე. შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ წარმოებული იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით“.
Source: აგვისტოს ნანგრევებში: არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ / ნაშრომის შექმნაში მონაწილეობდნენ: საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „21-ე საუკუნე“, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი; [თინათინ ხიდაშელის საერთო რედ.; სტატისტიკა და ანალიზი: დავით მეტრეველი, ნოდარ კაპანაძე; საერთაშ. კონსულტანტი ალექს უაიტინგი; რედ. ანა ჭაბაშვილი]. - თბ.: [ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“], 2009 (შპს „სეზანი“). - 234გვ.: ფოტ., გრაფ., ცხრ.; 28სმ.. - დანართები: გვ. 211-234. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 207-210. - ყდაზე: ნანა ბუნტურის ფოტო[MFN: 140295]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9