1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აჭა

აჭარა

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი რეგიონი. მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აქვს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი (აჭარა ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა 1921 წლის 16 ივლისს) და შედის საქართველოს შემადგენლობაში. მას აქვს საკუთარი კონსტიტუცია, დროშა და გერბი. ფართობი 3 ათასი კვ. კმ (ქვეყნის ტერიტორიის 4,2%). ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ბათუმი. აჭარის არ-ში შედის ხუთი რაიონი: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო. აჭარის მოსახლეობა შეადგენს 380,2 ათას კაცს, რომელთაგან 83% ეროვნებით ქართველია.
Source: აჭარის რეგიონული შრომის ბაზრის კვლევა. მესამე სექტორი, დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები / მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია/ [2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის ანგარიში] – თბილისი. – 2009
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9