პირობითი ტერმინი, ფუნქციო-ფორმალური მეთოდური თეორია აერთიანებს ფორმალისტებს სამივე ტიპის ფუნქციონალისტებთან: მოსაზღვრე ფუნქციონალისტებთან (ს. კუნო, ჯ. ჰოკინსი), ზომიერ ფუნქციონალისტებთან (რ. ვან ვალინი, მ. დრაერი, ს. დიკი) და რადიკალურ ფუნქციონალისტებთან (ტ. გივონი, ი. ჩეიფი, ს. ტომსონი, პ. ჰოფერი). ფუნქციო-ფორმალური თეორია ორგანულად აერთიანებს ამ ორ ნაწილს (ფორმასა და ფუნქციას) და რომელიმე მათგანის პრიორიტეტს გამორიცხავს, წარმოუდგენელია ენობრივი მოვლენების ნებისმიერი დონის ანალიზი ერთ-ერთის გარეშე.
Source: მახარობლიძე, თამარ ბასკური და ქართველური დესტინაციური სისტემების ტიპოლოგია / თამარ მახარობლიძე; [რედ.: ა. არაბული]; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნ. ინ-ტი. - თბ.: ენათმეცნ. ინ-ტი, 2007. - 225გვ. ; 20სმ.. - ISBN: 978-99940-911-5-7 : [ფ.ა.][MFN: 31033]