1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ელე ელი ელჩ ელჯ

ელექტრონული ხელმოწერა

ფართო გაგებით ნიშნავს ელექტრონულ აღნიშვნას, სიმბოლოს, მეთოდს, რომელიც გამოიყენება კონტრაქტში ან ლოგიკურად ასოცირდება კონტრაქტთან ან სხვა დოკუმენტთან და სრულდება ან გამოიყენება იმ პირის მიერ, რომელიც ხელს აწერს დოკუმენტს (კანონი ელექტრონული ხელმოწერების შესახებ საერთაშორისო და ნაციონალურ კომერციულ ურთიერთობებში, 2000, აშშ (ACT, USA [11]). ასეთ განმარტებაში ექცევა: პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრები (PIN) და პაროლები, საკუთარი ხელმოწერის გამოსახულების ციფრული ფორმით წარმოდგენა, პირობითი ნიშნები, ბიომეტრიული მონაცემები და ა.შ. აშშ-ის სხვა კანონი (ACT, USA [12]) იძლევა ელექტრონული ხელმოწერის დაზუსტებულ განმარტებას, რომელიც ზღუდავს ელექტრონული ციფრული ხელმოწერის ვარიაციებს და მკაცრად განსაზღვრავს სამთავრობო უწყებების საქმიანობას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თვალსაზრისით.
ელექტრონული შეტყობინების დადასტურების მეთოდი, რომელიც
ა) ახდენს პირის, როგორც ელექტრონული შეტყობინების წყაროს იდენტიფიცირებას და ადგენს მის ნამდვილობას,
ბ) აჩვენებს (შეიცავს) ელექტრონულ შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დადასტურებას ამ პირის მიერ.
Source: ინასარიძე, ნინო. ელექტრონული მთავრობა/ნინო ინასარიძე; განვითარებისა და რეფორმების ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა. - თბ.: Gateway to Georgia: CIMS Consalting, 2006. - 68გვ.; 20სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა: დამხმარე სახელმძღვანელო მოხელეთათვის/რედ.: ვაჟა გურგენიძე). - დანართები: გვ. 56-68. - [ფ.ა.][MFN: 130969]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9