1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ავა ავგ ავი ავს ავტ ავუ ავღ ავშ

ავღანეთი

მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; ტერიტორია 655 ათასი კმ2; მოსახლეობა - 23,7 მლნ. ადამიანი (ეს რიცხვი არ წარმოადგენს ზუსტ მაჩვენებელს, რადგანაც 1979-96 წლებში მომხდარი კატაკლიზმების შედეგად ადგილი ჰქონდა მოსახლეობის რაოდენობის რადიკალურ ცვლილებას); ეთნიკური შემადგენლობა: პუშტუნები - 38%, ტაჯიკები - 25%, ხაზარები - 19%, უზბეკები - 6%; ოფიციალური ენები: პუშტუ (35%) და დარი (50% - ლაპარაკობს ტაჯიკები და ხაზარები); ძირითადი რელიგია: ისლამურ სუნიზმს მისდევს მოსახლეობის 84%, შიიზმს 15%. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნაში არსებობდა მძლავრი სუფისტური ორდენები, ძირითადში ნაქშბანდია და ქადარია, რომლებიც დიდ როლს ასრულებდნენ მონარქიის ხელისუფლების განმტკიცებაში და საბჭოთა ოკუპაციის დროს წარმოადგენდნენ მძლავრ ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ბირთვს (სხვათა შორის ე.წ. ,,პეშავარის შვიდეულის” ლიდერი მოლა მოჯადდედი ეკუთვნოდა ნაქშბადიის ორდენს). ამასთან, დასავლეთ ავღანეთში საუბრობენ დარის ან ავღანურ სპარსულ დიალექტზე. დარის დიალექტზე საუბრობენ ხაზარები და ტაჯიკები, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ და დასავლეთ ავღანეთში და მისდევენ შიიზმს. ჩრდილოეთ ავღანეთი ძირითადად წარმოდგენილია თურქულენოვანი ეთნოსებით (უზბეკები, თურქმენები, ყირგიზები და ა.შ.). ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კი ბატონობენ პუშტუნები, რომლებიც საუბრობენ საკუთარ ინდურ-სპარსული ენების ნაჯვარ პუშტუნურ ენაზე. პუშტუნები იყოფიან ორ ეთნიკურ ჯგუფად: გილზაებად და აბდალებად (შემდგომში ისინი გადაკეთდნენ დურანებად), რომლებიც ითვლებიან ავღანეთის ტიტულოვან ეთნოსად.
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9