1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თავისუფლების უფლებები

  1. პირველი თაობის უფლებები. მოიცავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს - როგორებიცაა აზრის თავისუფლება, ასოციაციათა თავისუფლება, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, და ა.შ.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,

  2. გქონდეს თავისუფლების უფლება, ნიშნავს იყო თავისუფალი საპირისპირო ვალდებულებისაგან. შესაბამისად, სამართლებრივად მე მაქვს თავისუფლების უფლება გავაკეთო რაღაც X, თუ არ არსებობს კანონი, რომელიც მე მავალდებულებს საპირისპიროს. ამის მსგავსად, მე მაქვს თავისუფლების-უფლება არ გავაკეთო X თუ არ არსებობს ამის მავალდებულებელი კანონი. ხშირად თავისუფლების უფლებებს მოიხსენიებენ უბრალოდ როგორც ,,თავისუფლებებს“. მათ ,,ნებართვებსაც“ და ,,მოქმედების უფლებებსაც“ უწოდებდნენ. თავად ჰოუფილდი მათ ,,პრივილეგიებს“ უწოდებდა, მაგრამ ეს ტერმინი ცოტა დამაბნეველია და მას თავს ავარიდებთ.
    Source: თავისუფლება №2(14) თებერვალი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2003წ.
  3. ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება: ყველა ადამიანს აქვს პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. დაუშვებელია რომელიმე ადამიანის თვითნებურად დაპატიმრება ან დაკავება. არც ერთ ადამიანს არ აღეკვეთება თავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ამის კანონიერი საფუძველი, და ეს მოხდება მხოლოდ კანონიერი პროცედურების შესაბამისად. [ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი + პოლიციის შესახებ დეკლარაციის მე-8 მუხლი]
    Source: ტეილორი მარკ ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში, სტრასბურგი, 2002 წლის მარტი: საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9