ევროკონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს იყოს თავისუფალი. თავისუფლება პირს შეიძლება წაერთვას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. შესაბამისად, ეს მუხლი ამ შეუზღუდავი უფლების განმტკიცებით იწყება ,,ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება და იგი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გამომონაკლის შემთხვევებში კანონით დადგენილი წესით“. უფრო მეტიც, თავისუფლების პრეზუმფცია ხაზგასმულია მე-5 მუხლის იმპერიატიული მოთხოვნით, რომ თავისუფლება არ უნდა იქნეს წართმეული იმაზე მეტი ვადით, ვიდრე ეს აბსოლურად აუცილებელია და რომ თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი სწრაფად აღდგენა.
Source: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ; შემდგ.: თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი ეკატერინე დარსანია სხვ. ; რედ.: მანანა კობახიძე, ვლადიმერ მკერვალიშვილი] - თბ., 2005