ქრისტიანული მოძღვრების სახელმძღვანელო, „პირველად სასწავლო ყრმათათჳს“ აღწერილი სულხან-საბა ორბელიანისაგან, რომელსა ეწოდების სამოთხის კარი. გამოცემას საფუძვლად უდევს საბასეული ავტოგრაფული ხელნაწერი, რომელიც ერთ დროს საეკლესიო მუზეუმის საკუთრება იყო და რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (A-303). წიგნაკის ზომის ეს ხელნაწერი წარმოადგენს სასულიერო-საეკლესიო შინაარსის თხზულებათა კრებულს, რომელიც, როგორც ჩანს, თავად საბას შეუდგენია. „სამოთხის კარს“ ამ კრებულის ერთი მესამედი ეთმობა.
Source: ორბელიანი, სულხან-საბა, სამოთხის კარი: საქრისტიანო მოძღვრება / [მხატვ.: ვაჟა ორბელაძე]; ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი. - თბ.: ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრის გამ-ბა, 2004. - 118გვ.; 20სმ.. - (საბა, 1). - ბიბლიოგრ. ტექსტის შენიშვნ.. - ISBN: 99928-0-813-6: [ფ.ა.][MFN: 21382]