1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა

გენდერული ნიშნით ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც იწვევს (ან შესაძლოა გამოიწვიოს) ქალისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ზიანის ან ტკივილის მიყენებას დაზიანების, მუქარის, იძულების ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის საშუალებით, მიუხედავად იმისა, ეს მოქმედება ხდება ადამიანის სამსახურებრივ თუ პირად ცხოვრებაში. ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა ქალთა და მამაკაცთა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული უთანასწორობის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი. უთანასწორობა ფეხმოკიდებული იყო იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემებში, რომლებიც ისტორიულად ამყარებდნენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციას.
Source: გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება: სტუდენტის სახელმძღვ. / ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“. - [თბ., 2006]. - 37გვ.; 29სმ.. - გარეკანზე სათ.: გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება[MFN: 125670]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9