1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თალმუდი

  1. ებრაელთა წმინდა წიგნი.
    Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006],

  2. იუდაიზმის პირველწყარო, თორასა და ძველი აღთქმის სხვა წიგნებთან ერთად. ,,თალმუდი’’ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს ,,შესწავლას’’. თალმუდი აერთიანებს იუდაისტურ ღვთისმეტყველებას, საღვთისმსახურო პრაქტიკას და სამართალს. თალმუდი, ფაქტობრივად ძველი აღთქმის ეგზეგეზა ანუ თარგმანებაა ფართო და მრავალმხრივი პროფილით. თალმუდი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. შემდეგ კი დაიწყეს მისი ჩაწერა, რასაც სათავე ფარისევლებმა და სადუკეველებმა დაუდეს. მისი სრულყოფის პროცესი 7-8 საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა და დასრულებული სახე V ს-ში მიიღო. ასე შეიქმნა ვეებერთელა კრებული, რომელიც იყოფა 6 განყოფილებად და 63 ტრაქტატად. მხოლოდ მასზე დაყრდნობითაა შესაძლებელი იუდაისტური რელიგიის არსში გარკვევა.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  3. იუდაიზმის ფუძემდებლური წყარო.ესაა თორის კომენტარები, სიტყვა ნიშნავს „მოძღვრებას“), რომელიც წარმოადგენს მრავალი თაობის რელიგიურ–სამწერლო მოღვაწეობის ნაყოფს. მისი ძირითადი ნაწილებია მიშნა („განმეორება“), ე. წ. ზეპირი თორა და გემარა („განსრულება“). მიშნა შედგება ბრძენთა ლაკონიური გამონათქვამებისგან, რომლებიც განმარტავენ თორის ამა თუ იმ ადგილს, ხოლო გემარა, თავის მხრივ, განმარტავს მიშნას, მის, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვან კომენტარებს და საგრძნობლად აღემატება მას მოცულობით.
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9