ქვემო ქართლის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლის 13 აგვისტოდან დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრინციპებს ავითარებს. თავისი ეფექტური განვითარების გზაზე, CIDA-ს საქმიანობა მიზნად ისახავს ეროვნული ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ორგანიზაციული სტრუქტურის გაძლიერების მიზნით CIDA სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისაკენ იღწვის, ყველაფერ ამას კი, დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა განვითარების გზით ახორციელებს.
Source: ერთად ჩვენ შევძლებთ №4/საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია/თბილისი, 2010, ივნისი.