1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თამაში

  1. სათამაშო აქტივობას სხვადასხვა სახის სიამოვნება უდევს საფუძვლად, კერძოდ: 1. პარტნიორებთან უშუალო კონტაქტის სიამოვნება; 2. სათამაშო სიტუაციების შედეგების სწრაფად გარკვევის სიამოვნება; 3. შეჯიბრისგან მიღებული სიამოვნება; 4. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დემონსტრირებით მიღებული სიამოვნება; 5. როლში ,,შესვლის” სიამოვნება და ა.შ.
    Source: ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით : თრენინგის მასალები / საქ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრ. ინ-ტი ; [შემდგ.: მ. ბაქრაძე და სხვ. ; გ. ნოზაძის საერთო რედ.] - თბ. : მერიდიანი, 2000,

  2. რიტუალი ორიენტირის გარეშე. ე. ი. თამაში როგორც ცნობიერება არის მხოლოდ ცნობიერების შინაარსი, რიტუალის რიტუალი. ამდენად თამაშს შეიძება მეტა-რიტუალი ვუწოდოთ ანუ რიტუალი, რომელიც გასულია რიტუალის „იქით“, „გარეთ“, - რიტუალის შესასრულებლად. თამაში ზოგადად, გულისხმობს რაღაც წესს, მრავალ რიტუალს, რომლებიც სრულდება მოთამაშეების მიერ. თამაში (ზოგადად) არის მეტა-რიტუალების ერთნაირობა, კომპლექსი.
    Source: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9