ნუგეშისმცემელი (ბერძ. parakletos). ამ სახელით, სულიწმიდის გარდა, იოანე იესოსაც იხსენიებს (იხ. იოან. 14,16 და 1 იოან. 2,1). სიტყვასიტყვით parakletos ნიშნავს - „ის, ვინც მოწოდებულია, სიახლოვეში იყოს“. აქედანვეა ლათინური თარგმანები - ad-vocatus (დამცველი) და cum-solator (ნუგეშისმცემელი). შემდგომში ამ ლათინური სიტყვების აზრი შეიცვალა, იურიდიული ელფერი შეიძინა და სიახლოვეში ყოფნას აღარ ნიშნავს. parakletos - მამისაგან მოვლინებული მყოფობაა: ძის მყოფობა მისი ქვეყნიური ცხოვრებისას და ძით - სულიწმიდის მყოფობა; სულიწმიდისა და სულიწმიდით ძის მყოფობა განდიდების შემდეგ. ეს ორმაგი მყოფობა ერთდროულად სიწმიდეცაა (იოან. 6,69; 14,26; 20,22) და ჭეშმარიტებაც (იოან. 14,6; 15,26; 16,13).
Source: დიუმულენი, პიერ. იოანეს სახარება; გამოცხადება; ეპისტოლეები: კომენტარი/პიერ დიუმულენი; [თარგმნა ფრანგ. რუსუდან ავალიშვილმა; რედ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი]. - თბ.: თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი, 2008. - 255გვ.; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-0288-5 : [ფ.ა.][MFN: 132319]