შვედური კომპანია მსოფლიოში ცნობილი გახდა იმით, რომ მომხმარებელს სთავაზობს იაფფასიან ავეჯს, რომელიც თავისი დიზაინისა და ხარისხის გამორჩეულობით, „იაფფასიანის” შთაბეჭდილებას არ ტოვებს. პროდუქტის დაბალი ფასი განაპირობა იმან, რომ მომხმარებლები ავეჯს მაღაზიიდან საკუთარი ტრანსპორტით გადაზიდავენ და თავადვე აწყობენ. Ikea-მ შექმნა რეპუტაცია, რომ შვედები კარგ და უსაფრთხო საქონელს აწარმოებენ მასებისათვის. მისი ავეჯი ინოვაციური დიზაინითა და დაბალი თვითღირებულებით გამოირჩევა. Ikea-ს თითოეულ მაღაზიაში ფუნქციონირებს საუკეთესო რესტორანი (რაც იშვიათობაა ავეჯის მაღაზიებში), კლიენტებს სთავაზობენ ბავშვის დატოვებისა და მოვლის სერვისს, სპეციალურ პროგრამებში გაერთიანებული მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლებები არსებობს, პოტენციურ მყიდველებს უახლესი ავეჯის კატალოგებს უგზავნიან.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები – 2007 №5 ივლისი – რედ.: ამირან ბაბუნაშვილი