1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

BA BC BD BE BL BO BP BR BS BU BV
BAN BAR

Bang & Olufsen

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი, რომელსაც მკვეთრი შეხებითი მახასიათებელი აქვს, კომპანია ძვირად ღირებულ საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკას აწარმოებს. მას შემდეგ, რაც 1943 წელს ბაზარზე პირველად გამოჩნდა Bang & Olufsen-ის აპარატურა, ნაწარმის დიზაინს არანაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე მის ხარისხს. კომპანიის მრავალი ინოვაციური პროდუქტიდან ერთ-ერთი - დისტანციური მართვის უნივერსალური პულტია. სხვა კომპანიებმა მომხმარებელს მალევე შესთავაზეს ანალოგიური მოწყობილობა, მაგრამ Bang & Olufsen-ის პულტი სხვა პროდუქტებისგან განსხვავდება თავისი სასიამოვნო სიმძიმით, ოპტიმალური წონით, სოლიდურობითა და ორიგინალურობით. ამ პულტის ხელში დაჭერა ძალზე სასიამოვნოა და მისი ყველა დეტალი მისსავე უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები – 2007 №3 მაისი – რედ.: ამირან ბაბუნაშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9