1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აზა აზე აზრ

აზერბაიჯანი

  1. დამოუკიდებლობა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხეთთან ჯერ კიდევ მოსაგვარებელია კონფლიქტი. აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჰყავს მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი. ძალზედ დიდია კორუფციის მასშტაბები. ფართობი: 86,600 კვ/კმ (მთიანი ყარაბაღისა და ნახიჩევანის ჩათვლით) მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი, უშუალოდ აზერბაიჯანთან, (566კმ), სომხეთი, აზერბაიჯან-ნახიჩევანის ანკლავთან, (221კმ), საქართველო (322კმ), ირანი, უშუალოდ აზერბაიჯანთან, (432კმ), ირანი, აზერბაიჯან-ნახიჩევანის საზღვართან, (179კმ), რუსეთი (284კმ), თურქეთი (9კმ); ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, გაზი, რკინა, ლითონები, ალუმინი. მოსახლეობა: 7,771 მლნ. (2001 წლის ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: აზერბაიჯანელები 90%; დაღესტნელები 3,2%; რუსები 2,5%; სომხები 2%; სხვები 2,3% (1998წ.); თითქმის ყველა სომეხი მთიან ყარაბაღში ცხოვრობს; რელიგიები: მუსლიმები 93,4%; რუსი მართლმადიდებლები 2,5%; სომეხი მართლმადიდებლები 2,3%; სხვები 1,8% (1995წ.); ენები: აზერბაიჯანული 89%; რუსული 3%; სომხური 2%; სხვები 6% (1995წ.) სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა ეკონომიკა: ხასიათდება მაღალი სტრუქტურული უმუშევრობით და ცხოვრების დაბალი სტანდარტით. ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციაა: ნავთობი, ბამბა და გაზი. ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსების წყალობით ქვეყნის ეკონომიკამ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ეკონომიკური პროგრესის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევა კორუფცია, სომხეთთან კონფლიქტი. სავაჭრო პარტნიორებიდან რუსეთის ადგილი დაიკავა თურქეთმა, ირანმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები და რეგიონში მილსადენების მარშრუტების განსაზღვრა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. სამხედრო ხარჯები: 131 მლნ. აშშ დოლარი (2001წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 14,55% (2001წ.); საერთაშორიოს დავები: სომხეთთან კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო; ჯერაც გადაუწყვეტელია კასპიის ზღვის საზღვრები აზერბაიჯანს, ირანს, ყაზახეთს, რუსეთსა და თურქმენეთს შორის.
    Source: კომახია მამუკა. სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  2. მდებარეობს სამხრეთ კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება: ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია (დაღესტანი), ჩრდილოდასავლეთით - საქართველო, სამხრეთ-დასავლეთით – სომხეთი და თურქეთი, სამხრეთით – ირანი, აღმოსავლეთით – კასპიის ზღვა.
    ტერიტორია – 86. 600 კვადრატული კილომეტრი. დედაქალაქი – ბაქო. მოსახლეობის რაოდენობა 7. 770. 000 კაცია, მათ შორის: აზერბაიჯანელი – 83%, რუსი – 5,6%, ლეზგები – 2,4%, სომხები – 2%, ხუნძები – 0,6%, უკრაინელები – 0,4%, თათრები – კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში კომპაქტურად არიან დასახლებული ქართველები; ლენქორანის დაბლობზე ცხოვრობენ თალიშები.
    თვით ცნება „აზერბაიჯანი“ იმ ტერიტორიასთან მიმართებაში, რომელიც XXს. 20-იან წლებში აზერბაიჯანის სსრ შემადგენლობაში შევიდა, მხოლოდ XXს. დასაწყისში გაჩნდა, ხოლო დამკვიდრდა 1918 წ. 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ. აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობა ამჟამინდელ საზღვრებში დადგინდა საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის მოსკოვის 1921წ. 16 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე.
    Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9