1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თაყვანისცემა

(არაბულად ,,იბადა“) არის ტერმინი, რომელიც არაბულ მუსლიმურ აზროვნებაში წარმოადგენდა ქვეყნიერების პირველსაწყისისადმი ადამიანის დამოკიდებულების უზოგადეს აღმნიშვნელს. ადამიანი ამ თვალსაზრისით განიხილება როგორც ,,მონა“ (აბდ). ისლამის თანახმად, თაყვანისცემა აუცილებელი პირობის სახით გულისხმობს მოქმედების შეგნებულობასა და მისი შესრულების მტკიცე და წრფელს განზრახვას. ადამიანის მდგომარეობა, როგორც ,,თაყვანისმცემელი მონისა“, დაკავშირებულია მის დედამიწაზე ღმერთის ნაცვლის, ანუ ხალიფის მდგომარეობასთან. ადამიანი-ხალიფი სრულ უფლებიანად განაგებს დედამიწის სიმდიდრეებს ღვთის მაგიერ. თაყვანისცემის ძირითადი და ამავე დროს, ყველაზე სრულყოფილ;ი სახეა ლოცვა (სალათი).
Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9