1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გოთ გოი გოლ გონ გორ გოფ

გოთიკა

ერთადერთი სუბკულტურაა, რომელსაც არავითარი სოციალური საფუძველი არ აქვს. როგორც მიმდინარეობა, ის 1980 წელს ინგლისში ჩამოყალიბდა. სხვები გოთებს, რბილად რომ ვთქვათ, ვერ იტანენ. ვიზუალურად ყველასგან გამოირჩევიან - მკაცრი, შავი ტანსაცმელი, თეთრი სახეები, შეღებილი თვალები, ვამპირის იერი - ეს მათი კორპორაციული იმიჯია. ისინი ხშირად მისდევენ ოკულტიზმს, რის გამოც გოთები ხანდახან სატანისტებშიც ერევათ. მაგრამ გოთებისთვის რელიგია მეორეხარისხოვანია. მათ შორის არიან სატანისტებიც, ქრისტიანებიც, კერპთაყვანისმცემლებიც, ათეისტებიც; ანუ ეს არის არა სექტა, არამედ ჩვეულებრივი მიმდინარეობა - დეპრესიული, ბნელი, მისტიური, მაგრამ ძალიან ლამაზი და ვიზუალურად ეფექტური. მათი მუსიკაც მრავალფეროვანია. საკულტო ჯგუფებია - „The Sisters Of Mercy“, „Diary Of Dreams“, „Lacrimosa“, „Depeche Mode“. კითხულობენ ედგარ პოს, დანტეს, ბაირონს, კაფკას, კამიუს... მათ რეჟისორებად ლინჩი, კუბრიკი, ტარკოვსკი, კრონენბერგი ითვლება.
Source: ცხელი შოკოლადი – 2006. – №17 – რედ.: შორენა შავერდაშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9