სახელგანთქმული კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც 1966 წელს იოზეფ ვაიცენბაუმმა შექმნა. ეს პროგრამა როჯერსისეული თერაპიული მეთოდის იმიტაციის მცდელობა იყო. პროგრამა, არსებითად, მომხმარებელთა გამონათქვამების პერიფრაზირებას ახდენდა. ასე, მაგალითად, გამონათქვამზე - „თავი მტკივა” - პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო: „რატომ ამბობ, რომ თავი გტკივა?” ხოლო გამონათქვამზე „დედაჩემს ვეზიზღები” - პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო: „კიდევ ვის ეზიზღები ოჯახში?” სახელწოდება ELIZA პროგრამას ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესის, „პიგმალიონის” მუშათა კლასის წარმომადგენელი პერსონაჟის - ელიზა დულითლის პატივსაცემად უწოდეს. პიესაში ელიზა დულითლს ხომ მაღალი წრის ქალბატონის კვალად საუბარს ასწავლიან.
Source: ცხელი შოკოლადი – 2007. – №25 – რედ.: შორენა შავერდაშვილი