1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტელ ტემ ტერ ტეს ტექ

ტექნიკა

ფუნქციური არსებობა. ფუნქცია, რომელსაც ტექნიკა ასრულებს, არის ადამიანის ,,ყოფილი“ მოქმედება. იმისათვის რომ ადამიანმა ტექნიკური ფენომენი ,,შექმნას“, საჭიროა ,,განუდგეს“, ,,გაუუცხოვდეს“ საკუთარ მოქმედებებს, განსაზღვროს ისინი ცალ-ცალკე და მისთვის საჭირო აქტიობის განივთება, გამეთოდება მოახდინოს. ეს კი ნიშნავს, რომ ტექნიკა არის მეტა-, ანუ ის, რაც ა-მეტა-ებს და რაც მეტა-ობს. ანუ, ტექნიკა არის ის, რაც იმეორებს ადამიანის მოქმედებას, ე.ი. მეტა-რიტუალი. ტექნიკა ჰქვია ადამიანის იმ უნარს, რომლის საშუალებითაც ის აღწევს მეტა-რიტუალის მდგომარეობას, ანუ, ცნობიერების შინაარსის და ფორმის დამთხვევას. ასევე, ტექნიკა არის ის იარაღი, რომლის დახმარებითაც ადამიანი ბუნებას აქცევს ტექნიკურად, ანუ, გარკვეული ფუნქციის მქონედ.
Source: თევზაძე გიგი. მომავლის ნიშნები : (ყოფიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი] - თბ. : [მერიდიანი], 1995
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9